2025 წლის 7 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შედგება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ლალი ოქროშიძის სადისერტაციო ნაშრომის: ,,საქართველოს ტურისტული ბიზნესის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები თანამედროვე ეტაპზე“, საჯარო დაცვა (მაღლივი კორპუსი, აუდიტორია #206).
სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი იოსებ ხელაშვილი
სადისერტაციო ნაშრომის დაცვის კომისია: პროფესორი რევაზ გველესიანი, პროფესორი დავით ნარმანია (თავმჯდომარე), პროფესორი ეთერ ხარაიშვილი, ასოცირებული პროფესორი ვალერი არღუთაშვილი, ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე, ასოცირებული პროფესორი მანანა ალადაშვილი - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი ლია თოთლაძე, ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე, ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი (მდივანი), ასოცირებული პროფესორი ნინო კეკელიძე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი თეა ლაზარაშვილი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი მერაბ ხოხობაია (მოადგილე).
თარიღი:
31/07/2025